ფეხბურთი

15:43 | 28.02.2023 | ნანახია 636 - ჯერ

ალაბამ განმარტა, რატომ აირჩია მესი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად

ავსტრიის ნაკრების კაპიტანმა, დავიდ ალაბამ, გაამხილა, თუ რატომ აირჩია არგენტინელი თავდამსხმელი, ლიონელ მესი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად. მადრიდის „რეალის“ მცველმა აღნიშნა, რომ ავსტრიის ნაკრების ყველა მოთამაშის აზრი გაითვალისწინა.

„ავსტრიის ნაკრები ხმას გუნდურად აძლევს. ამიტომ მარტო მე არ გადამიწყვეტავს პასუხი. შეხვედრაზე ყველამ თავისი აზრი გამოთქვა. მათ იციან, რომ განსაკუთრებით კარიმ ბენზემა მომწონს, აღფრთოვანებული ვარ მისი თამაშით, ბევრჯერ მითქვამს, ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია, ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ამაში ეჭვი არ მეპარება.“- წერს ალაბა თავის ერთ-ერთ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ქსელში ბევრი აღშფოთებული იყო იმით, რომ მოთამაშემ ხმა არგენტინელს მისცა და არა საფრანგეთის ნაკრების ფორვარდ კარიმ ბენზემას. ფრანგმა კენჭისყრაში მესამე ადგილი დაიკავა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:19 | 28.02.2023
Kobe Bean (21683)

მესის თავისუფლად შეუძლია დღესვე დაამთავროს კარიერა მაგრამ რამდენიმე წელი თამაშს აპირებს მაინც და ეგეც იმიტომ ხდება რომ ხალხი ნელ-ნელა შეეჩვიოს მაგის რეგრესს და როცა წავა ფეხბურთიდან იმდენად არ განიცადონ.ბარსადან წასვლა,ღრმა სიბერემდე(ფეხბურთისთვის) თამაში არის ის ფაქტორები რითაც ნელ-ნელა ამზადებენ ხალხს მესის კარიერული დასასრულისთვის.15-17 წელია ხალხის ცხოვრება დამოკიდებული გახდა მაგ კაცზე და არაა მარტივი მასეთი დამოკიდებულების მოხსნა.უცებ რომ მოხსნა ეგ დამოკიდებულება დაერხევა ხალხს

17:10 | 28.02.2023
Kobe Bean (21683)

სხვა თამაშებს შევეშვად და მარტო ფინალი ვთქვათ,არგენტინა-საფრანგეთის ფინალზე 80 პროცენტი ტრიბუნების არგენტინას ქომაგობდა.ეგენი ყველა არგენტინელი არ ყოფილან,ტურისტები იყო ნახევარზე მეტი რომელთაც ეცვათ არგენტინის მაისურები და არიან მესის ფანები.მაგას რომ მსოფლიო ვერ მოეგო,ვერ გადაიტანდა საფეხბურთო სამყარო.კოლო მუანს რომ ის გოლი შეეგდო მოკლავდა ხალხს

17:05 | 28.02.2023
Kobe Bean (21683)

ერთი რაღაც უნდა გაიგოს ყველამ,მესი არის მოვლენა რომელსაც რეალის და ბრაზილიის ქომაგებიც და ფეხბურთელებიც კი აღიარებენ.მესი არის ფეხბურთელი რომლის კოპა ამერიკის მოგებას თვითონ ბრაზილილებიც კი ქომაგობდნენ ბრაზილიასთან ფინალში 2021-ში და მესი არის ფეხბურთელი რომლის მსოლფიოს მოგებაც უნდოდა ფეხბურთის ქომაგის 80 პროცენტს,დანარჩენი 20 პროცენტი კრისტინისტები არიან.თუ მართლა თავის ქვეყანას არ ეთამაშებოდა არგენტინა ამ მუნდიალზე,ყველა არგენტინას მხარეს იყო.თითქმის ყველა თამაში "სახლში" ითამაშა არგენტინამ ამ მუნდიალზე ზუსტად მესის გამო.პელეს დროს მე არ მოვსწრებივარ და არ ვიცი მაშინ რა ხდებოდა მაგრამ რასაც მე მოვესწარი იქედან გამომდინარე მარტივად ვიტყვი რომ მესის დონის მასშტაბურობა არავის არ ქონია.ეგ კაცი რომ წავა ფეხბურთიდან დიდი სიცარიელე დარჩება.ისე პსჟ-ში გადასვლით ცოტა მიაჩვიეს ხალხი მაგის წასვლას თორემ პირდაპირ ბარსელონაში რომ დაესრულებინა ზოგადად კარიერა მაშინ ჩვეულებრივი შოკი ექნებოდა საფეხბურთო სამყაროს.ნელ-ნელა აპარებენ ხალხს მაგის ფეხბურთიდან წასვლას

0.12638