ფეხბურთი

14:07 | 26.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე: "ხალხი ფულს ფეხბურთის სანახავად იხდის და არა მსახიობობისთვის"

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ „რეალთან“ შეხვედრის შემდეგ მსაჯობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ითამაშებს.

„არაფერი მაქვს დასამატებელი იმის გარდა, რაც ჩვენმა პრესსამსახურმა დაწერა („არაფერი ახალი „ბერნაბეუზე“). ძალიან კარგი თამაში იყო ძლიერ მეტოქესთან. არ ვიცი, ხილ მანსანომ რა კრიტერიუმები გამოიყენა კორეას გასაძევებლად. მაინც ვფიქრობ, რომ ის შესანიშნავი მსაჯია, მაგრამ არ ვიცი, VAR-ს ესაუბრა თუ არა. კონტაქტი არ იყო ისეთი ძლიერია, რომ ორმეტრიანი ფეხბურთელი ასე დაცემულიყო. ხალხი ფულს ფეხბურთის სანახავად იხდის და არა მსახიობობისთვის. არ მომწონს, რომ ყველაფერი ასე გრძელდება, კარგი იქნება, თუ ყველა გუნდი თანაბარ პირობებში ითამაშებს“, - თქვა სიმეონემ.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრებს ჯერ ანხელ კორეა გაუძევეს, შემდეგ ხოსე ხიმენესმა ანგარიში გახსნა, მაგრამ ბოლოსკენ ალვარო როდრიგესმა „რეალი“ წაგებისგან იხსნა.

0.058242