გერმანული წყაროების ინფორმაციით, გერმანიის საფეხბურთო ნაკრები გეგმავს, რომ უკრაინის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩი გამართოს.
მატჩის ჩატარების ლოკაციად გელზერკირხენი და ბრემენი მოიაზრება. პირველი მატჩი გერმანიის ნაკრებისთვის რიგით მე-1000 იქნება, ამის შემდგომ კი ეს გუნდები ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. დიდი შანსია, რომ ეს მატჩები ივნისის შუა რიცხვებში გაიმართოს.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ ამ მატჩს უკრაინიდან დევნილი ადამიანები დაესწრონ და ამით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ.
აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს 8-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 3 მატჩი ფრედ დასრულდა, 5-ჯერ კი გამარჯვება გერმანელებს დარჩათ.