ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ევროპის ლიგაზე „სევილიას“ მეკარის, მარკო დმიტროვიჩსა და ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო.
„პსვ“-ს წინააღმდეგ მატჩის დროს მოედანზე ერთ-ერთი გულშემატკივარი შემოვარდა და „სევილიას“ სერბ მეკარეს, მარკო დმიტროვიჩს თავს დაესხა. მეკარემ მისი დაჭერა მოახერხა და მოედანზე დააწვინა იქამდე, სანამ სტიუარდები თავდამსხმელს მოედნიდან არ გაიყვანდნენ.
UEFA-ს ჯერ ოფიციალური განცხადება არ გამოუქვეყნებია, თუმცა The Athletic-ის ინფორმაციით, რომელიც საკმაოდ გავლენიანი წყაროა, ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ საკითხზე გამოძიება დაიწყო.
„სევილიამ“ ევროპის ლიგის განმეორებითი 1/16 ფინალური მატჩი „პსვ“-ის წინააღმდეგ 2:0 წააგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 2:3 მოიგო და 1/8 ფინალურ ეტაპზე გავიდა, სადაც „ფენერბახჩეს“ დაუპირისპირდება.