ფეხბურთი

20:05 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო მშობლიურ კლუბში დაბრუნდა

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი მარსელო სამშობლოში დაბრუნდა, სადაც „ფლუმინენსესთან“ კონტრაქტი გააფორმა.

34 წლის მცველის კარიერა სწორედ ამ კლუბში დაიწყო, რომლის რიგებში 30 თამაშში 6 გოლი გაიტანა, 2007 წლის იანვარში კი „რეალში“ გადავიდა, სადაც 14 წლის განმავლობაში ითამაშა.

მან „ფლუმინენსესთან“ კონტრაქტს ხელი 2024 წლის დეკემბრამდე მოაწერა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

მარსელო ბოლო 6 თვის განმავლობაში „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავდა, მაგრამ ბერძნულ გუნდთან რამდენიმე დღის წინ კონტრაქტი გაწყვიტა, ახლა კი თავისუფალი აგენტის სტატუსით მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

0.107152