ფეხბურთი

19:26 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" ორი ლეგიონერი დაიმატა

ქუთაისის „ტორპედომ“ პორტუგალიელი ალდაირ ნეტო და ნიგერიელი სანდეი ფალეიე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ორივე ფეხბურთელმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა ფალეიეს მისი განახლება ერთი წლით შეეძლება.

28 წლის პორტუგალიელი ნეტო ნახევარმცველია, ხოლო 29 წლის ნიგერიელი ფალეიე გარემარბი, მას ნიგერიის ნაკრებში 5-ჯერ უთამაშია და 1 გოლიც გაიტანა.

0.114904