ფეხბურთი

12:07 | 24.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პსვ-ს ფანი "სევილიას" მეკარეს თავს დაესხა

პსვ ეინდჰოვენის გულშემატკივარი „სევილიას“ მეკარე მარკო დმიტროვჩს მოედანზე თავს დაესხა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ნიდერლანდური გუნდი 1:0-ს იგებდა. ერთ-ერთი ფანი მოედანზე შეიჭრა და თავდასხმის ობიექტიც შეარჩია, თუმცა, არცთუ ისე კარგად, რადგან დმიტროვიჩი ფიზიკურად მასზე ბევრად ძლიერი იყო.

საბოლოოდ, სერბმა მეკარემ გულშემატკივარი გაანეიტრალა და იქამდე ჰყავდა დაჭერილი, სანამ მოედანზე სტადიონის დაცვა არ შევიდა.

შეგახსენებთ, რომ პსვ ეინდჰოვენმა „სევილია“ 2:0 დაამარცხა, თუმცა მომდევნო ეტაპზე ესპანური კლუბი გავიდა, რადგან ორი მატჩის ჯამში 3:2 მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118625