ფეხბურთი

4:18 | 22.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კოსტაკურტა: "კვარაცხელიას თამაშზე გავლენა ყოველთვის აქვს, ის სამკაულია"

„მილანის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „აინტრახტისა“ და „ნაპოლის“ მატჩის (0:2) შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი ფეხბურთელი მატჩზე გავლენას მაშინაც ახდენს, როცა საუკეთესოდ ვერ თამაშობს.

„როგორ შევაფასებ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს? ქართველს ძლიერი ხასიათი აქვს, რითაც სხვებზეც მოქმედებს. ამ დროისთვის ის „ნაპოლის“ მაშინაც აცოცხლებს, როცა შეცდომას უშვებს. თამაში სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო, მისი ვერგატანილი პენალტი ფუნდამენტური იქნებოდა. თუმცა, ეს ბიჭი სამკაულია და ვიმედოვნებ, რომ ის „ნაპოლიში“ მრავალი წლის განმავლობაში დარჩება. ეს არ იყო მისი საუკეთესო თამაში, მართალია, მაგრამ მას ყოველთვის აქვს გავლენა“, - აღნიშნა კოსტაკურტამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „აინტრახტის“ საპასუხო მატჩი 15 მარტს, ნეაპოლში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117309