სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლეგენდარული შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა - 377 კვირას გაატარებს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში. 35 წლის ჩოგბურთელი ATP-ს რეიტინგის სათავეში მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონი მეათედ გახდა.
სხვათა შორის, გრაფსაც და ჯოკოვიჩსაც დიდი სლემის 22 ტიტული აქვთ მოპოვებული. ამდენივე აქვს რაფაელ ნადალს. სერბმა ჩოგბურთელმა რეიტინგის სათავეში სულ მეშვიდედ გადაინაცვლა. მამაკაც ჩოგბურთელებს შორის რეკორდი (310 კვირა რეიტინგის სათავეში) მან როჯერ ფედერერს 2021 წლის მარტში ჩამოართვა.
მსოფლიოს ორმა ყოფილმა პირველმა ჩოგანმა შეძლო წინ წაწევა: კარლოს ალკარასმა ამას არგენტინაში გამარჯვებით მიაღწია, დანიილ მედვედევი კი როტერდამის ტურნირის ჩემპიონი გახდა. ესპანელმა რეიტინგში მეორე პოზიცია გაიმყარა, რუსი კი ათეულში დაბრუნდა და ახლა მერვე ადგილზეა.
ATP-ს რეიტინგის ტოპ ოცეული
- ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) 7070 ქულა
- კარლოს ალკარასი (ესპანეთი) 6480
- სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი) 5940
- კასპერ რუუდი (ნორვეგია) 5515
- ანდრეი რუბლევი 3860
- რაფაელ ნადალი (ესპანეთი) 3815
- ტეილორ ფრიცი (აშშ) 3660
- დანიილ მედვედევი 3250
- ფელიქს ოგერ-ალიასიმე (კანადა) 3200
- ჰოლგერ რუნე (დანია) 3161
- ჰუბერტ ჰურკაჩი (პოლონეთი) 2995
- იანიკ სინერი (იტალია) 2745
- კამერონ ნორიე (ბრიტანეთი) 2615
- კარენ ხაჩანოვი 2470
- ფრენსის ტიაფო (აშშ) 2350
- ალექსანდერ ზვერევი (გერმანია) 2320
- პაბლო კარენო (ესპანეთი) 2285
- ლორენცო მუსეტი (იტალია) 1855
- ნიკ კირგიოსი (ავსტრალია) 1825
- ბორნა ჩორიჩი (ხორვატია) 1815