ფეხბურთი

17:21 | 20.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

იოშკო გვარდიოლი: “პრემიერლიგაში მინდა თამაში“

„ლაიფციგის“ ხორვატმა მცველმა, იოშკო გვარდიოლმა ბრიტანულ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრემიერლიგაში თამაშზე უარს არ იტყოდა და უმჯობესი იქნებოდა თუ ამას თავის მეგობარ კრისტოფერ ნკუნკუსთან ერთად გააკეთებდა.



„სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე ერთი თვით ადრე „ლაიფციგის“ სპორტულმა დირექტორმა მითხრა, რომ ჩემს გაყიდვას არ აპირებდნენ, რადგან ვჭირდებოდი. მე ამით კმაყოფილი ვიყავი, თუმცა ბოლო 2 დღეში ყველაფერი შეიცვალა. ჩემმა აგენტმა დამირეკა და მითხრა, რომ „ჩელსის“ ჩემი დამატება ძალიან სურდა. გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირდა, საბოლოოდ კი მხარეებს შორის მოლაპარაკება არ შედგა.“

„კრისტოფერ ნკუნკუს მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს მინახავს. ყოველთვის, როდესაც ვინმეს მის შესახებ ვესაუბრები ვამბობ, რომ სადაც ის წავა მეც იქ მინდა თამაში“

„პრემიერლიგაში მინდა თამაში. ვიცი, რომ იქ მოსახვედრად კიდევ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, თუმცა იქ თამაში ნამდვილად ძალიან მინდა“ - განაცხადა გვარდიოლმა.

კრისტოფერ ნკუნკუსა და ლონდონის „ჩელსის“ შორის შეთანხმება მიღწეულია და ფრანგი ფეხბურთელი მომავალი სეზონიდან არისტოკრატების ღირსებას დაიცავს. იმის გათვალისწინებით, რომ გვარდიოლმა ნკუნკუსთან ერთად თამაშის სურვილი გამოთქვა და „ჩელსიმ“ მისი შეძენა უკვე სცადა, დიდი შანსია მომავალი სეზონიდან ხორვატმა ცენტრალურმა მცველმაც „ლურჯების“ ღირსება დაიცვას.

0.114457