სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ს განვითარების ლიგის (G ლიგა) ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშა და პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.
სანდრომ „ლუკა გარზას“ გუნდში ითამაშა, რომელმაც „სკოტ ჰენდერსონის“ გუნდს 178:162 მოუგო. მამუკელაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და თავის გუნდს 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ამრიგად, 2 ქულა დააკლდა ორმაგ დუბლამდე.
ქართველმა კალათბურთელმა 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა. აღსანიშნავია, რომ სანდროს მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეს 20 ქულით მეტი ჩაუგდო.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი G ლიგაში "ვისკონსინ ჰერდის" ღირსებას იცავს, სადაც მას "მილუოკი ბაქსი" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ანათხოვრებს.