სხვა

22:40 | 19.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კრისტოფერსენმა მამაკაცთა შორის სლალომის ოქრო მოიპოვა

საფრანგეთის კურშეველ-მერიბელში დასრულდა სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონტი. მამაკაცებს შორის მედლების ბოლო კომპლექტი სლალომში გათამაშდა, სადაც ოქროს მედალს ნორვეგიელი ჰენრიკ კრისტოფერსენი დაეუფლა.

ვერცხლის მედალი კი, ყველასთვის მოულოდნელად, ბერძენმა ალექსანდროს გინისმა მოიპოვა. სამთო თხილამურობის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მედალს ბერძენი მოთხილამურე დაეუფლა. ბრინჯაოს მედალი იტალიელ ალექს ვინატცერს ერგო.

კვლავ უმედლოდ დარჩნენ ავსტრიელები. არადა, პირველი ცდის შემდეგ, სწორედ ავსტრიელი მანუელ ფელერი იყო ლიდერი. არადა, ვარჯიშის დროს ის დაეცა და პირველი ცდისთვის ტკივილ გამაყუჩებლები დასჭირდა. მოკლედ, ავსტრიელებმა მსოფლიო ჩემპიონატი ოქროს მედლის გარეშე, 1987 წლის შემდეგ პირველად დაასრულეს.

მეოთხე შედგი ჰქონდა ოლიმპიურ ჩემპიონს, ფრანგ კლემან ნოელს, ვისაც კვარცხლბეკამდე სულ რაღაც, 0.03 წამი დააკლდა.

კრისტოფერსენს პირველი ცდის შემდეგ, მე-16 დრო ჰქონდა და თითქოს, ოქროს მოპოვების იმედი აღარ უნდა ჰქონოდა. თუმცა საბოლოოდ, 0.20 წამით აჯობა გინისს, ვინც პირველი ცდის შემდეგ, ნორვეგიელ ლუკას ბრაათენთან ერთად, მეორე ადგილს იყოფდა.

საბოლოოდ, შვეიცარიამ მედლების ჩათვლაში გაიმარჯვა. მისმა მოთხილამურეებმა კურშეველ-მერიბელში, სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მოიპოვეს. ავსტრიელები სამ ვერცხლს და ოთხ ბრინჯაოს დასჯერდნენ.

28 წლის გინისი ადრე ამერიკის დროშით ასპარეზობდა. მას მუხლზე არაერთი ოპერაცია აქვს გაკეთებული. შემდეგ საბერძნეთის დროშას დაუბრუნდა და თავისი ქვეყნის სახელით, მსოფლიო თასზე ახლახანს მეორე ადგილი დაიკავა.

0.11743