წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-8 ტურის მატჩში „დინამო თბილისი“ იტალიურ „პრო რეკოს“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 20:5 დამარცხდა.
დინამოელებმა პირველი პერიოდი არც თუ ისე ურიგოდ ჩაატარეს და მეტოქეს 2 გოლიც გაუტანეს, თუმცა 5:2 წააგეს. მეორე პერიოდში მეტოქემ უკვე 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლო ჩვენი გუნდის კარში და პირველი ტაიმი 9:2 დასრულდა.
იტალიელთა უპირატესობა მეორე ტაიმში კიდევ უფრო გაიზარდა. მესამე პერიოდი „პრო რეკომ“ 6:1 მოიგო, ბოლო პერიოდი კი 5:2 დასრულდა და საბოლოო ჯამში, „დინამო თბილისი“ 5:20 დამარცხდა.
ქართული კლუბის შემადგენლობაში უდაოდ გამორჩეული იყო ბესო ახვლედიანი, რომელმაც 5-დან 4 გოლის გატანა მოახერხა. 1 ბურთი სტეფან პიეშივაცის ანგარიშზეა.
დღევანდელი მარცხის შემდგომ „დინამოს“ A ჯგუფში 8-დან 8 მარცხი დაუგროვდა და რა თქმა უნდა, ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს საქართველოს ჩემპიონი 1 მარტს გერმანიაში, „ჰანოვერის“ წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც ასევე ერთ-ერთი აუთსაიდერია ჯგუფში და დინამოელებმა სწორედ ამ მატჩში უნდა შეძლონ და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვონ.