ფეხბურთი

17:35 | 18.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" შესაძლოა უეფამ და ფიფამ დასაჯოს

კატალონიის „ბარსელონა“ მორიგ სკანდალში გაეხვა, რის გამოც ფიფასა და უეფასგან სანქციები ემუქრება.

„ბარსას“ საარბიტრაჟო კომიტეტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მოსყიდვაში ადანაშაულებენ და საუბარია მისთვის გადახდილ 1.4 მილიონ ევროზე. ეს რა თქმა უნდა, მძიმე დანაშაულია, შედარებისთვის, „იუვენტუსი“ 2006 წელს ქვედა ლიგაში დააქვეითეს, მაგრამ მაშინ გაცილებით ნაკლებ დანაშაულზე - „იუვეს“ მსაჯებისთვის ფული არასდროს გადაუხდია და მხოლოდ მათზე სიტყვიერი ზეწოლის მოხდენისთვის დასაჯეს.

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა გამორიცხა „ბარსასთვის“ სპორტული სანქციების დაწესება, რაც ესპანეთის კანონმდებლობით ახსნა, რადგან დანაშაულის ჩადენიდან 3 წელზე მეტია გასული. თუმცა, მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ტებასს „ბარსელონას“ დასჯა არ აწყობს, რადგან კარგად იცის, რომ ლა ლიგიდან „ბარსელონას“ დაქვეითებით ან უბრალოდ სანქცირებით ისევ ლა ლიგა იზარალებს, პირველ რიგში ფინანსური კუთხით.

თუმცა, ესპანეთში არსებული კანონი არ გამოიყენება ევროპულ და საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ, ფიფა და უეფა განიხილავენ დაიწყონ თუ არა, გამოძიება იმ შემთხვევაში თუ საქმეში ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია არ ჩაერევა. შესაძლო სანქციებს შორისაა, ქულების დაკლება, დაქვეითება და ევროთასებიდან დისკვალიფიკაცია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111076