ავტოსპორტი

2:04 | 17.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესმა“ ჰამილტონთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება დაიწყო

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ გუნდმა ლუის ჰამილტონთან მოლაპარაკება დაიწყო, რისი მიზანიც, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაა.

ჰამილტონს იანვარში 38 წელი შეუსრულდა და ეს სეზონი მისთვის მე-11 იქნება ფორმულა 1-ში. მისი მიმდინარე კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს ამოიწურება. ვოლფს ნათქვამი აქვს, რომ ახალი კონტრაქტის დადებას მხარეები არ ჩქარობენ.

„ჩვენ ამ თემაზე პირველი უკვე გვქონდა. არ მინდა, რამე კონკრეტული თარიღი დავასახელო და ვთქვა, რომ იმ მომენტისთვის კონტრაქტი გაფორმებული გვექნება. ამ ეტაპზე, ეს არც მისთვის და არც ჩვენთვის, მნიშვნელოვანი არაა. ახლანდელ კონტრაქტს კიდევ ერთი წელი აქვს ხანგრძლივობა. ჩვენ გვინდა, ამ საქმეს შესაფერისი დრო შევურჩიოთ“, - ამბობს ვოლფი.

ამჟამად ფორმულა 1-ში ჰამილტონი მეორე ყველაზე ხნიერი პილოტია. მასზე მეტი ასაკისა, მხოლოდ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ფერნანდო ალონსოა, ვინც 41 წლისაა.

„ჩემი აზრით, მისი ასაკი მომდევნო კონტრაქტზე დიდ გავლენას არ იქონიებს“, - ამბობს ვოლფი და დასძენს, რომ თანამედროვე სპორტში, საუკეთესო ათლეტები ასაკის საზღვრებს სულ უფრო ხშირად არღვევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115806