„ნაპოლის“ თავდამსხმელი ჯაკომო რასპადორი დაახლოებით ერთი თვე ვერ ითამაშებს. იტალიურმა კლუბმა დაადასტურა, რომ 22 წლის შემტევს ბარძაყის დაზიანება აქვს.
რამდენიმე კვირაში მას ხელახალი გამოკვლევა ჩაუტარდება და მისი მდგომარეობა შეფასდება, სარეაბილიტაციო პერიოდი კი უკვე დაიწყო. Sky Sport-ის ინფორმაციით, ის 40 დღის განმავლობაში ვერ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ჯაკომო რასპადორიმ მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 21-ჯერ ითამაშა, სერია A-ში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე გაცილებით შედეგიანი იყო, რომლის ჯგუფურ ეტაპზე თავი 4 გოლით გამოიჩინა.