მაურისიო პოჩეტინო, შესაძლოა „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდეს - გვამცნობს TalkSPORT.
წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ანტონიო კონტეს შესაძლო შემცვლელად არგენტინელის კანდიდატურას განიხილავს. თავად სპეციალისტი ამ პოსტის ხელახლა დაკავების წინააღმდეგი არ არის.
„ტოტენჰემსა“ და მწვრთნელს შორის მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
პოჩეტინო „ტოტენჰემ ჰოთსფურს“ 2014 წლის ზაფხულიდან 2019 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა.
მას შემდეგ, რაც პსჟ-მა 2022 წლის ზაფხულში გაათავისუფლა, 50 წლის არგენტინელს არსად უმუშავია.