„პარი სენ-ჟერმენმა“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა დიდვარსკვლავის, ნეიმარის სხვა კლუბში უფასოდ გადასვლის ვარიანტი განიხილოს - წერს Le Parisien.
გამოცემის ცნობით, პარიზელები მზად არიან ასეთი ნაბიჯი გდადადგან ბრაზილიელის დიდი ხელფასის გამო. ფეხბურთელის შეძენის ერთ-ერთი კანდიდატი „ჩელსია.“
„ლურჯების“ ახალი მფლობელი, ტოდ ბოული, გასულ სამშაბათს პარიზში პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფის შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ბრაზილიელის ტრანსფერი გახლდათ.
თავდამსხმელის ამჟამინდელი ხელშეკრულება პარიზელებთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
ნეიმარმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა, 17 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.