„ვისკონსინ ჰერდის“ ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი NBA G ლიგის ყველა ვარსკვლავის მატჩში ითამაშებს.
ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. ეს არის ნიჭიერი კალათბურთელების ALL Star-ი და მამუკელაშვილი პირველი ქართველია, რომელიც მასში მონაწილეობას მიიღებს. ის ლუკა გარსიას გუნდში ჩარლზ ბეისის ნაცვლად ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილს „ვისკონსინ ჰერდში“ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად „მილუოკი ბაქსი“ ანათხოვრებს.