ფეხბურთი

23:56 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნიცა" - "ლილის" მატჩის დროს სტადიონზე პორნო ვიდეოს იღებდნენ, კლუბმა გამოძიება დაიწყო

საფრანგეთის ლიგა 1-ის მატჩი, რომელიც 29 იანვარს „ნიცასა“ და „ლილს“ შორის გაიმართა, ყურადღების ცენტრში მოექცა. როგორც ფრანგული მედია წერს, მატჩის მიმდინარეობისას სტადიონის ტუალეტში პორნო ვიდეოს იღებდნენ.

რამდენიმე გულშემატკივარმა ტრიბუნები დატოვა და საპირფარეშოში შევიდნენ, რათა პორნოვიდეო გადაეღოთ. ეს ამბავი სხვა გულშემატკივრებმა შეამჩნიეს და კლუბის ხელმძღვანელობას აცნობეს.

როგორც ფრანგული მედია წერს, „ნიცას“ ხელმძღვანელობამ საქმის გამოძიება დაიწყო. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მატჩი „ნიცამ“ 1:0 მოიგო.

თეგებინიცალილი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113208