ფეხბურთი

11:21 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

2023 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს საუდის არაბეთი უმასპინძლებს

FIFA-ს საბჭომ სხდომაზე გადაწყვიტა, რომ 2023 წლის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს საუდის არაბეთი 12 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უმასპინძლებს.



წინა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს, რომელიც გასულ უქმეებზე გაიმართა, მაროკომ უმასპინძლა და ის „რეალ მადრიდის“ გამარჯვებით დასრულდა. ცნობილია, რომ მომავალ ტურნირშიც 7 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც FIFA-ს ტურნირი ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ჩატარდება:

„ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან აღელვებულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა, მსოფლიოს წამყვან გუნდებსა და მათ გულშემატკივრებს ვუმასპინძლოთ“ - განაცხადა საუდის სპორტის მინისტრმა, აბდულაზიზ ბინ ტურკი ალ ფაისალმა.

FIFA-ს პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ საბჭოს სხდომაზე ისიც დაადასტურა, რომ ახალი, 32-გუნდიანი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის ზაფხულში აიღებს სტარტს და მასში 12 ევროპული გუნდი იქნება მიწვეული.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2000 წლიდან ტარდება და ის ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ „რეალ მადრიდს“ აქვს მოგებული.

0.113186