ფეხბურთი

2:53 | 15.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი: "სამწუხაროა, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მაგრამ მოგება მორალურად მნიშვნელოვანი იყო"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ტოტენჰემთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ეს მოგება მორალურად ფუნდამენტური იყო, მაგრამ მეორე მატჩი უფრო რთული იქნება.

„რთული თამაში იყო და კარგად ვითამაშეთ, მაგრამ მარტში კიდევ უფრო რთული თამაში იქნება. რაც მატჩამდე მოვამზადეთ, გამოგვივიდა, გუნდურად კარგად ვიმუშავეთ და კომპაქტურები ვიყავით. ვწუხვარ, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. „ტოტენჰემი“ ძლიერია, ეს მხოლოდ პირველი ნაწილი იყო და მეორე მატჩი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ეს გამარჯვება მორალურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „ტოტენჰემისა“ და „მილანის“ საპასუხო მატჩი 8 მარტს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.105903