ფეხბურთი

21:04 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

დ'აგოსტინო: "კვარაცხელია ფიგუს ძალიან ჰგავს"

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა გაეტანო დ’აგოსტინომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ქართველი მოჰამედ სალაჰზე მეტად ლუიშ ფიგუს ჰგავს.

„ქართველი ძალიან მაგონებს ფიგუს, ბურთთან შეხებით, დარტყმით და ჩაწოდებით. სპალეტის წვლილი რამდენად არის მის განვითარებაში? ვფიქრობ, სპალეტი ყოველთვის აუმჯობესებდა თავის ფეხბურთელებს, განსაკუთრებით გარემარბებს. ის არის ადამიანი, რომელიც დეტალებზე ბევრს მუშაობს“, - თქვა დ’აგოსტინომ.

შეგახსენებთ, რომ გაეტანო დ’აგოსტინო კარიერის განმავლობაში „უდინეზესა“ და „რომაში“ თამაშობდა.

0.117934