15:39 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

არსენ ვენგერი: „დიახ, „არსენალი“ ჩემპიონი გახდება“

„არსენალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიმდინარე სეზონში „მეთოფეთა“ პრემიერლიგაში გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ჩემპიონობა? მე დასტურს ვიტყოდი. ვგრძნობ, ყველა გუნდი, რომელიც ჩვეულებრივ საფრთხეს წარმოადგენს პრემიერლიგაში, რბოლას ჩამოშორდა. ერთადერთი კონკურენტი „სიტია.“ თუმცა „ქალაქელებიც“ ვეღარ დომინირებენ ისე, როგორც შარშან ან ორი წლის წინათ. ჩანს ამ სეზონის დასაწყისიდან „სიტი“ დაცვაშიც უფრო შესუსტდა.“ - ციტირებს ვენგერის სიტყვებს Goal.com.

„არსენალი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 21 მატჩის შემდეგ 51 ქულით ლიდერობს. „მეთოფეების" უახლოესი მდევარი „მანჩესტერ სიტია", რომელმაც 22 მატჩში 48 ქულა მოაგროვა.

0.128324