„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კვარა რამდენიმე ვერსიით გამოარჩიეს, მათ შორის Goal.com-მა, რომელიც ხვიჩას შესახებ წერს:
„კრემონეზე“ ამაღლებს კედელს, მაგრამ ის ინტუიიცით თამაშობს და გზას უხსნის „ნაპოლის“ წარმატებისკენ. სერია A-ში მეცხრე გოლი. დაბადების დღე მან კიდევ ერთი გოლით და დასამახსოვრებელი საღამოთი აღნიშნა. ის სპალეტის გუნდის გამარჯვებაში ფუნდამენტურია“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ „კრემონეზესთან“ გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 3:0 მოიგო. მიმდინარე სეზონში ქართველ ფეხბურთელს ყველა ტურნირზე 23 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.