ფეხბურთი

1:20 | 14.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "მილანი" იტალიის ჩემპიონია და ვიცით, რომ რთული მატჩი იქნება"

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ „მილანთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მისთვის „სან სიროზე“ დაბრუნება ემოციურია, რადგან „ინტერში“ ორი ლამაზი წელი გაატარა.

„სან სიროზე“ დაბრუნება დიდ ემოციებს იწვევს, ორი ინტენსიური, ლამაზი წელი გავატარე, როდესაც "ინტერთან" ერთად მნიშვნელოვანი რაღაცის გაკეთება მოვახერხეთ. დაბრუნება ძალიან ძლიერ ემოციებს იწვევს. ვხვდებით იტალიის ჩემპიონს და ვიცით, რა რთულია სერია A-ს მოგება. ისინი არაჩვეულებრივი იყვნენ. რა თქმა უნდა, რთული მატჩი იქნება ორ გუნდს შორის, რომლებიც შეეცდებიან ერთმანეთის ბარიერის გადალახვას“, - თქვა კონტემ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.116114