ფეხბურთი

23:10 | 13.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "ტოტენჰემთან" მატჩები ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ტოტენჰემთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, ლონდონურ გუნდთან თამაშები მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

„მაღალი დონის თამაშის ჩატარება დაგვჭირდება. „ტორინოსთან“ გოლის შემდეგ უკეთ ვითამაშეთ. ძალიან ყურადღებიანი და ინტენსიური უნდა ვიყოთ, ვითამაშოთ ხარისხიანად და ტექნიკურად. ამისთვის მზად ვართ. შარშანდელი გამოცდილებით მოვუმატეთ, ასეთი ტიპის მატჩებისთვის უფრო მზად ვართ. „ტოტენჰემთან“ ორი მატჩი ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

ბენასერი 100%-ით მზად არ არის და ვერ გავრისკავთ. კონტე კარგად გვიცნობს, იცნობს იტალიურ ფეხბურთს და ამიტომ სირთულეები იმატებს. გარდა ამისა, ის შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ძალიან კარგად ემზადება მატჩებისთვის და დეტალებზე ზრუნავს. მან სკუდეტოს მოგების შემდეგ დამირეკა და მომილოცა, ერთ-ერთი იშვიათი მათგანი იყო და ამას ვაფასებ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩი 14 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე გაიმართება.

0.119829