13 წლის ინგა გურგენიძემ ლუბლიანაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, Dragon Trophy-ზე, ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა მოციგურავემ თავისუფალ პროგრამაში სხვა სავალდებულო ელემენტებთან ერთად 7 ნახტომითი ელემენტი შეასრულა, მათ შორის სამი, კომბინაციაში. ერთ-ერთი კომბინაცია შესრულდა სამნახევარ აქსელთან. ინგამ ამავე პროგრამაში მეორე, სოლო სამნახევარი აქსელიც შეასრულა და ორი პროგრამის ჯამში 177,82 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა.
ტურნირში სულ 35 სპორტსმენი მონაწილეობდა. მან ვერცხლის მფლობელ იტალიელ კიარა მინიგინის საკმაოდ დიდი უპირატესობით, 28.23 ქულით გაუსწრო.
ინგა გურგენიძე 27 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით კანადის ქალაქი კალგარიში იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.