ფეხბურთი

15:11 | 12.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "რეალიდან" იქამდე არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებში მის შესაძლო დანიშვნაზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.

როგორც მან თქვა, „სამეფო კლუბიდან“ წასვლას თვითონ არ აპირებს, სანამ არ გაათავისუფლებენ.

„რეალიდან“ იქამდე არ წავალ, სანამ არ გამაგდებენ“, - აღნიშნა იტალიელმა „ალ ჰილალთან“ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ.

კარლო ანჩელოტის „რეალთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფლორენტინო პერესი მისი მუშაობით უკმაყოფილოა და ახალ მწვრთნეს ეძებს. ამავდროულად, ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციიდან ანჩელოტისადმი ინტერესი ცნობილია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113974