კოლუმბიის ნაკრებისა და „პარმას“ ყოფილმა თავდამსხმელმა ფაუსტინო ასპრილიამ „ნაპოლის“ ფეხბურთელ ვიქტორ ოსიმენზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება მასთან ნიგერიელის შედარება და ამის მიზეზი ისაა, რომ ახლა სერია A-ს დონე გაცილებით დაბალია, ვიდრე მაშინ, როცა ასპარილია თამაშობდა.
„ჩემთან ოსიმენის შედარება? არ შეიძლება. შეგახსენებთ, როდესაც სერია A-ში ვთამაშობდი, ვან ბასტენი, გულიტი, ბარეზი, მალდინი, დელ პიერო, რობერტო ბაჯო თამაშობდნენ. გოლი რომ გამეტანა, ბარეზის, მალდინის, კანავაროს, ვიერხვუდის, კოსტაკურტას ბარიერი უნდა გადამელახა. ახლა ვინ არიან სერია A-ში მცველები? ვის წინააღმდეგ თამაშობს ოსიმენი? არ შეიძლება დღევანდელი და იმ ფეხბურთის შედარება, რომელშიც მე ვთამაშობდი“, - თქვა ასპრილიამ.