ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბრუნო ლონგიმ განაცხადა, რომ მილანის „ინტერი“ ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესს იჩენდა, მაგრამ ქართველ ფეხბურთელზე უარი თქვეს, რადგან ანტონიო კონტეს სათამაშო სქემაში არ ჯდებოდა.
„მას „ნერაძურიც“ აკვირდებოდა, მაგრამ 3-5-2 სქემისთვის შესაფერის მოთამაშედ არ მიიჩნიეს. ასეთი არჩევანი ასევე გაკეთდა იმ მომენტში საკადრო საჭიროებიდან გამომდინარეც“, - თქვა ლონგიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 22 მატჩში 10 გოლი გაიტანა, 12 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა.