საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშებაში ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
„ბორჯღალოსნებმა“ როგორც მოსალოდნელი იყო, ნიდერლანდების ნაკრები მისსავე მოედანზე ადვილად დაამარცხეს - 40:8. პირველ ტაიმში მეტოქემ საქართველოს ნაკრებს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობა გაუწია და სხვაობა მხოლოდ 9 ქულა იყო, მაგრამ მეორე ნახევარში ლევან მაისაშვილის გუნდის უპირატესობა აშკარა გახდა.
საქართველოს ნაკრები A ჯგუფს ორი ტურის შემდეგ ორი მოგებით ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 18 თებერვალს, სტუმრად, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.
ნიდერლანდები - საქართველო 8:40 (3:12)