არგენტინის ნაკრებისა და „ასტონ ვილას“ მეკარე ემილიანო მარტინესმა კილიან მბაპეზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, მას ფრანგი ფეხბურთელისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, პირიქით, მბაპე უნდა ფიქრობდეს და მისი თოჯინა მარტინესია, რადგან ფინალში 4 გოლი გაუტანა.
„ხალხმა რამდენიმე თოჯინა გვესროლა და ერთ მომენტში ვიპოვე თოჯინა, რომელიც ჩემს ფეხებთან იყო და მბაპეს სახე ჰქონდა. ავიღე და ხალხს რამდენიმე წამით ვაჩვენე, შემდეგ მათ უკან გადავუგდე, სულ ეს იყო. მას ვერასდროს დავცინებდი, რადგან ფინალში 4 გოლი გამიტანა. პირიქით, ის არის ის, ვინც უნდა იფიქროს, რომ მისი თოჯინა მე ვარ.
2018 წელს, როცა საფრანგეთთან წავაგეთ, მახსოვს, რომ მესის წინააღმდეგ მღეროდნენ და დასცინოდნენ. ყოველთვის ასეა, თუ გუნდი ბრაზილიას დაამარცხეს, მაგალითად ნეიმარს დასცინებენ. აბსოლუტურად არაფერი მაქვს მბაპეს საწინააღმდეგო. ვფიქრობ, რომ მესის წასვლის შემდეგ ოქროს ბურთს მბაპე და ნეიმარი მოიგებენ“, - თქვა მარტინესმა.