ფეხბურთი

15:10 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

კლუბების ათეული, რომლებსაც ყველაზე მეტი ვალი აქვთ

იტალიურ მედიაში გამოქვეყნდა კლუბების სია, რომელთაც დღეისთვის ყველაზე მეტი საბანკო დავალიანება აქვთ.

შედეგად, ირკვევა, რომ ლონდონის „ტოტენჰემს“ მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს და არცთუ სასიამოვნო სიის სათავეშია. ინგლისურ კლუბს კვალში ესპანური გრანდები „რეალი“ და „ბარსელონა“ უდგანან. აღსანიშნავია, რომ „რეალს“ ვალის უმეტესი ნაწილი „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის გამო აქვს.

საინტერესოა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ საბანკო დავალიანება საერთოდ არ აქვს. ეს რამდენიმე დღის წინ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა ერთ-ერთ ინტერვიუში.

ყველაზე დიდი დავალიანების მქონე კლუბების ათეული ასეთია:

1. „ტოტენჰემი“ – 1.0007 მილიარდი ევრო

2. „რეალი“ - 967 მილიონი

3. „ბარსელონა“ - 841 მილიონი

4. „მანჩესტერი“ – 751 მილიონი

5. „ატლეტიკო“ – 536 მილიონი

6. „ინტერი“ – 390 მილიონი

7. „რომა“ – 271 მილიონი

8. „იუვენტუსი“ – 223 მილიონი

9. „ლივერპული“ – 103 მილიონი

10. პსჟ - 90 მილიონი

0.118247