ფეხბურთი

1:04 | 11.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" ნოიერი შესაძლოა 1.6 მილიონი ევროთი დააჯარიმოს

მიუნხენის „ბაიერნმა“ შესაძლოა მანუელ ნოიერი სამაგალითოდ დასაჯოს. როგორც Bild-ი იტყობინება, „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობა 36 წლის კიპერისთვის სოლიდური ფინანსური ჯარიმის დაკისრებას აპირებს.

ნოიერმა ერთ-ერთი ინტერვიუში „ბაიერნი“ მეკარეების მწვრთნელის, ტონი ტაპალოვიჩის სამსახურიდან გაშვების გამო გააკრიტიკა, რასაც როგორც ჩანს, მიუნხენელები უპასუხოდ არ დატოვებენ.

წყაროს თანახმად, ბავარიელები ნოიერის დაჯარიმებას 1.6 მილიონი ევროს ოდენობით აპირებენ. აღსანიშნავია, რომ მანუელმა თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა და გუნდს მთელი სეზონით გამოაკლდა, რაც კლუბის მხრიდან გაბრაზების კიდევ ერთი მიზეზია.

აქვე გეტყვით, რომ მანუელ ნოიერს მიუნხენის „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

0.115985