ფეხბურთი

20:05 | 10.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოსიმენი სერია A-ს იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი სერია A-ს ვებგვერდის ვერსიით იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ნიგერიელმა შემტევმა გულშემატკივართა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. მან პაულო დიბალას („რომა“), ლაუტარო მარტინესს („ინტერი“), ადემოლა ლუკმენსა („ატალანტა“) და ლუის ალბერტოს („ლაციო“) აჯობა.

იანვარში ოსიმენმა სერია A-ში 5 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ მანამდე იანვრის საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დასახელდა.

0.121979