სხვა

22:41 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

სინგაპური ცურვის მსოფლიო ჩემპიონტს ყაზანის ნაცვლად უმასპინძლებს

ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) გადაწყვეტილებით, ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატი, 2025 წელს რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად, სინგაპურში ჩატარდება. რუსულმა ქალაქმა მასპინძლობის უფლება იმის გამო დაკარგა, რომ რუსეთმა უკრაინაში ომი გააჩაღა.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა მსოფლიო ჩემპიონატი სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქალაქში ჩატარდება. წინასწარი ვარაუდით, ჩემპიონატში 2 500-ზე მეტი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას.

„აზიაში ზედიზედ ცურვის სამი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება - ფუკუოკას (იაპონია) წელს და დუბაის (არაბეთის გაერთიანებული საემიროები) 2024 წელს, სინგაპური მოჰყვება“, - ამბობს FINA-ს პრეზიდენტი ჰუსაინ ალ-მუსალამი.

ჩემპიონატი მოიცავს აუზში ცურვის, წყალბურთის, წყალში ხტომის, ჰაი დაივინგის, ჭია წყალში ცურვის და სინქრონული ცურვის შეჯიბრებს.

თეგებიFINA
0.112998