ფეხბურთი

14:52 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ „ბარსელონას“ ფატის თაობაზე საბოლოო შეთავაზება გაუგზავნა

„მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავაც სერიოზულად ფიქრობს „ბარსელონას" თავდამსხმელის, ანსუ ფატის შეძენას - გვამცნობს Fichajes.

წყაროს ცნობით, „წითელი ეშმაკები“ მზად არიან ფატიში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ და კატალონიური კლუბისგან პასუხს ელიან.

20 წლის ესპანელი „ბარსელონას“ მთავარ გუნდს კლუბის აკადემიიდან შეუერთდა. მისი ამჟამინდელი კონტრაქტი ბარსელონელებთან 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

ფატიმ მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე „ბარსელონას" მაუსურით 31 მატჩი ჩაატარა ექვსი ბურთი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112742