პსჟ-ის დიდვარსკვლავი, ლიონელ მესი, კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ახლოსაა - გვამცნობს Sport.es.
ახლა მხარეები ორ ვარიანტს განიხილავენ. ერთი გახლავთ ერთწლიანი კონტრაქტი, მეორე კი ერთწლიანი ხელშეკრულება კიდევ გახანგრძლივების პერსპექტივით. საბოლოო გადაწყვეტილებას თავად არგენტინელი თავდამსხმელი მიიღებს.
უახლოეს მომავალში დაიგეგმა შეხვედრა, რომელიც, შესაძლოა, გადამწყვეტი გამოდგეს ფეხბურთელსა და კლუბს შორის საბოლოო შეთანხმებისთვის.
შეხვედრაზე ასევე გარიგების ფინანსურ პირობებს განიხილავენ.
35 წლის მესი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს. ფრანგულ გრანდთან არსებული კონტრაქტი მას მომავალ ზაფხულს ეწურება. არგენტინელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა შეასრულა.