ფეხბურთი

10:48 | 9.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მარსელის“ მწვრთნელი: „ჩემს ბიჭებს შეუძლიათ კარგი თამაშით იამაყონ“

„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა, იგორ ტუდორმა, საფრანგეთის თასის 1/8 ფინალში პსჟ-სთან გამარჯვების შემდეგ (2:1), ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„გუნდმა შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. ჩემს ბიჭებს შეუძლიათ იამაყონ კარგი თამაშით. პარიზელებთან საშინაო წაგებების სერია შევწვიტეთ, რაც ძალიან სასიხარულოა. „მარსელმა“ ძალიან ძლიერი მეტოქე დაამარცხა.“ - ციტირებს ხორვატი სპეციალისტის სიტყვებს L'Equipe.

„მარსელმა“ „პარი სენ-ჟერმენს“ საფრანგეთის თასზე შინ 2011 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად მოუგო.

საინტერესოა, რომ „მარსელს“ პსჟ საკუთარ მინდორზე ყველა ტურნირზე მიჯრით ცხრა შეხვედრაში ვერ დაემარცხებინა. ბოლოს პროვანსელებმა პარიზელებს 2020 წლის 14 სექტემბერს ლიგა 1-ის მატჩში სძლიეს, მაგრამ ეს „პარკ დე პრენსზე“ მოხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113498