„მილანის“ ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა Sport Mediaset-თან კომენტარი გააკეთა. როგორც ვეტერანმა შვედმა აღნიშნა, ისევ პირველი ნომერია, სულ მალე მოედანზე დაბრუნება და მუსიკაც შეიცვლება.
„მე ისევ ღმერთი ვარ, ისევ პირველი ნომერი. ახლა დავბრუნდი და მუსიკას შევცვლი. ძალიან მონდომებული ვარ, მინდა, ბევრი რამ გავაკეთო, რაც ამ 7-8 თვის განმავლობაში დავკარგე. გუნდი კრიზისშია? არ ვნერვიულობ, ეს არის მომენტი, რომელიც სეზონის განმავლობაში დგება, მაგრამ ახლა ლაპარაკის დრო არაა და საქმე უნდა გავაკეთოთ“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია. ის ახლახან გამოჯანმრთელდა და უახლოეს პერიოდში თამაშს მოახერხებს. „მილანი“ სერია A-ში 38 ქულით მეექვსე ადგილზეა, ლიდერ „ნაპოლის“ 18 ქულით ჩამორჩება და ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.