„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
კვარა რამდენიმე გამოცემამ გამოარჩია, მათ შორის პორტალმა Transfermarkt-მა. გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად, ქართველმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ხმების 81% მიიღო და კონკურენტს ადვილად აჯობა.
შეგახსენებთ, რომ „სპეციასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე პასი მიითვალა.
მიმდინარე სეზონში ქართველ შემტევს ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი, 12-ჯერ საგოლე პასი გააკეთა, ხოლო სამჯერ პენალტი მოიპოვა.