ფეხბურთი

21:30 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლო ძანიოლო "გალათასარაის" ფეხბურთელია

იტალიური ფეხბურთის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელი ნიკოლო ძანიოლო „გალათასარაიში“ გადავიდა.

მან თურქულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი უკვე გააფორმა. ძანიოლოს სანაცვლოდ „რომამ“ 16.5 მილიონი ევრო მიიღო, რასაც ბონუსის სახით 13 მილიონი ევრო დაემატება. იტალიელის ხელფასი სტამბოლებში 3.5 მილიონი ევრო იქნება.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი, რომლის სანაცვლოდ, „გალათასარაი“ ვალდებული იქნება ძანიოლო 35 მილიონ ევროდ დამდეგ ზაფხულს იტალიურ კლუბში გაყიდოს, თუ შეთავაზებას მიიღებს.

ძანიოლოს „რომას“ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდა, რის გამოც გუნდის დატოვება მოუწია. მას „მილანში“ გადასვლა სურდა, მაგრამ „როსონერიმ“ შესაბამისი სახსრები ვერ გამოძებნა, ხოლო ინგლისურ „ბორნმუთში“ გადაბარგებაზე უარი თვითონ თქვა.

23 წლის ნიკოლო ძანიოლო „რომაში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 128 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა. იტალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 11 მატჩი და 2 გოლია.

0.11445