ფეხბურთი

19:25 | 8.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

უგო ლორისი "ტოტენჰემს" "მილანთან" ვერცერთ შეხვედრაში დაეხმარება

ლონდონის „ტოტენჰემს“ კაპიტანი უგო ლორისი გამოაკლდა. „მანჩესტერ სიტთან“ შეხვედრაში მიღებული ტრავმა სერიოზული გამოდგა და ფრანგი 6 კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

ლორისი „ტოტენჰემს“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში „მილანის“ წინააღმდეგ ორივე შეხვედრაში დააკლდება. უგოს ფრეიზერ ფორსტერი შეცვლის, რომელიც გუნდის სათადარიგო კიპერია.

აღსანიშნავია, რომ ძირითადი მეკარე, ასევე ფრანგი, მაიკ მენიო „მილანსაც“ დაშავებული ჰყავს და ბოლო ცნობებით, მისი დაბრუნების დრომ ისევ გადაიწია. ასე რომ, მენიოც „ტოტენჰემთან“ ვერ ითამაშებს.

მიმდინარე სეზონში უგო ლორისმა „ტოტენჰემის“ კარი ყველა ტურნირზე 27 შეხვედრაში დაიცვა. ის ლონდონურ კლუბში 2012 წლიდან თამაშობს, მანამდე კი „ლიონისა“ და „ნიცას“ წევრი იყო.

0.11265