როგორც “ევერტონის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბარში განაცხადა, ჯონ სტოუნსი ფეხბურთს 10-დან 14 კვირამდე ვერ ითამაშებს.
“ეს არაა მცირე დაზიანება. ესაა ტრავმა, რომლის მკურნალობა ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. ამიტომაც სტოუნსის მოედანზე გამოსვლის დრო მინიმუმ 10 კვირას მოიცავს”, - აღნიშნა მარტინესმა.
სტოუნსი “ევერტონის” ძირითად გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა და მალევე მოიპოვა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი, რასაც ინგლისის ნაკრებში გამოძახება მოჰყვა. 2014 წელს სტოუნსმა ეროვნულ გუნდში 4 მატჩი ჩაატარა.