საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ შინ „ბილბაო“ 78:66 დაამარცხა და ქართველი კალათბურთელი საუკეთესო იყო.
„ტენერიფემ“ პირველი პერიოდი წააგო, მაგრამ შემდეგ უპირატესობა მოიპოვა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
შერმადინმა 27:12 წუთში 22 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 14-დან 10 ორქულიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 23 იყო, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გახლდათ და მატჩის MVP გახდა.
„ლენოვო ტენერიფე“ L ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 3 მოგებით ლიდერია და მომდევნო ტურში 7 მარტს, სტუმრად „ბილბაოს“ შეხვდება.