თბილისის „საბურთალომ“ ლაზარე კუპატაძე დაიმატა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
კუპატაძე „საბურთალოს“ აღზრდილია და ამ კლუბში 128 მატჩიც ჩაატარა, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში საქართველოს თასი და საქართველოს სუპერთასი მოიგო.
ქართველი მეკარე ბოლოს „დინამო ბათუმში“ თამაშობდა, სადაც გასულ ზაფხულს კონტრაქტი გაუწყვიტეს და მას შემდეგ უკლუბოდ იყო. 26 წლის მეკარეს ასევე უთამაშია „ლოკომოტივსა“ და ლუქსემბურგის „იუნეს ეშხში“, საქართველოს ნაკრებში კი ორი მატჩი აქვს ჩატარებული.