„ალ-ნასრის“ ფეხბურთელმა ლუის გუსტავომ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ყოფნა მათთვის საქმეს არ ამარტივებს, არამედ პირიქით - ართულებს.
"კრიშტიანუ რონალდუს მოედანზე ყოფნა ნამდვილად ართულებს ჩვენს საქმეს, რადგან ყველა მეტოქე უფრო მოტივირებულია და თითოეული გუნდი ცდილობს ჩვენთან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს“, - აღნიშნა ლუის გუსტავომ.
შეგახსენებთ, კრიშტიანუ რონალდუმ „ალ-ნასრის“ მაისურით დღემდე 3 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მას საუდის არაბეთის კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.