ფეხბურთი

10:48 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

როტენმა მესისთან კონტრაქტის სავარაუდო გახანგრძლივების თაობაზე პსჟ გააკრიტიკა

„პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟერომ როტენმა, განაცხადა, რომ არ ემხრობა არგენტინელი თავდამსხმელის, ლიონელ მესისთვის კონტრაქტის განახლების იდეას.

„მგონი მესისთან კონტრაქტის გაგრძელება სისულელეა. არ მესმის, რატომ უნდა განვაახლოთ მასთან ხელშეკრულება, განსაკუთრებით იმიჯის მხრივ. ის არ ცდილობს კლუბს წინსვლაში დაეხმაროს, გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადოს. არასდროს აქვს ლამაზი ჟესტები, არ სურს მეტი ძალისხმევა.“ - ციტირებს როტენის სიტყვებს Le10sport.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პსჟ-მა, შესაძლოა, უახლოეს მომავალში არგენტინელ დიდვარსკვლავს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს.

35 წლის მესი პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს. ფრანგულ გრანდთან არსებული კონტრაქტი მას მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110309