კალათბურთი

3:27 | 7.02.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კაირი ირვინგი "დალასში" გადავიდა

„დალასმა“ კაირი ირვინგის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა და 30 წლის კალათბურთელი ამიერიდან „მავერიქსის“ რიგებში ითამაშებს.

ტექსასელებმა „ბრუკლინში“ გაუშვეს დორიან ფინი-სმითი და სპენსერ დინუიდი, გარდა ამისა, „ნეტსმა“ 2029 წლის დრაფტის პირველი და მეორე რაუნდის არჩევანიც მიიღო. ირვინგთან ერთად „დალასმა“ „ბრუკლინიდან“ ფორვარდი მარკიფ მორისი დაიმატა.

კაირი ირვინგი მიმდინარე სეზონში საშუალოდ 27 ქულას, 5 მოხსნას, 5 პასს და 1 ჩააჭრას აგროვებდა. ის 2019 წლიდან „ბრუკლინ ნეტსში“ თამაშობდა, ხოლო მანამდე „ბოსტონ სელტიქსისა“ და „კლივლენდ კავალიერსის“ წევრი იყო.

0.113038